რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. მათივე ცნობით, ფრენები დროებით ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, კალუგის, სარატოვისა და ულიანოვსკის აეროპორტებმა შეაჩერეს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონი ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.