დუა ლიპა ,,ივ სენ-ლორანის” ახალი არომატის სახე გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად ინგლისელი მომღერლისგან გახდა. მან ,,ინსტაგრამზე” ფრანგულ ბრენდთან თანამშრომლობის სარეკლამო კამპანიის ფოტოები ატვირთა.
Libre – ასე ჰქვია სუნამოს, რომლის ფასი ფლაკონის ზომის მიხედვით, 75-დან 135 დოლარამდე მერყეობს. როდის ჩაეშვება გაყიდვაში სიახლე ჯერჯერობით უცნობია.