დუა ლიპა გაჩერებას არ აპირებს. ყველასთვის მოულოდნელად, 29 წლის არტისტმა მესამე სტუდიური ალბომის – Radical Optimosm მხარდასაჭერი კონცერტების სერიის გაგრძელება დააანონსა.
ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან ახალგაზრდა მომღერალი კვლავ დაბრუნდება სცენაზე და ევროპის, ოკეანეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე იმღერებს.
ცნობისთვის, შემსრულებელმა ახალი დისკი 3 მაისს გამოუშვა, მისი მხარდასაჭერი ლიმიტირებული ტურნე კი, 5 ივნისს დაიწყო. მიმდინარე Radical Optimism Tour 20 სექტემბრიდან განახლდება და 5 დეკემბერს დასრულდება.