რამდენიმე საათის წინ, Dolby Theatre-ში „ოსკარების“ რიგით 98-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მისი წამყვანი კვლავ კომიკოსი, კონან ო ბარაინი გახლდათ.
„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ლეგენდარული მომღერლისა და მსახიობის, ბარბრა სტრეიზანდის გამოსვლა იყო.
83 წლის არტისტმა სცენაზე პატივი თავის მეგობარსა და კოლეგას, რობეტ რედფორდს მიაგო, რომელიც 2025 წლის სექტემბერში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტრეიზანდმა გაიხსენა მათი ერთობლივი მუშაობის პროცესი 1973 წლის ფილმში, „როგორები ვიყავით“ და რედფორდს „ინტელექტუალი ქოვბოი“ უწოდა. მან ასევე გაიხსენა ბოლო წერილი, რომელიც მეგობარს მის გარდაცვალებამდე მისწერა.
„ბოლოს, როცა ბობს წერილი მივწერე, ასე დავასრულე, – მეც მიყვარხარ და ხელი მოვაწერე, შენი ბაბსი“, – თქვა მან სცენაზე.
მაყურებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ის მომენტი, როდესაც სტრეიზანდმა მოულოდნელად დაიწყო ფილმის, მთავარი სიმღერის, The Way We Were შესრულება, რომელიც მან ასევე რედფორდის დაკრძალვაზეც შეასრულა.
მისი დრამატული ვოკალური შესრულება დარბაზში მყოფმა ვარსკვლავებმა ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეაფასეს.
ბარბრა სტრეიზანდი ,,ოსკარებზე” იმღერებს და პატივს რობერტ რედფორდის ხსოვნას მიაგებს



აღსანიშნავია, რომ რობერტ რედფორდი და ბარბრა სტრეიზანდი 1973 წლის მელოდრამით – „როგორები ვიყავით“ (The Way We Were), ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო წყვილად ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ რეალურ ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონიათ, მათმა ეკრანულმა ქიმიამ და მრავალწლიანმა მეგობრობამ კინოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
ამასთან, მათ მხოლოდ ერთ პროექტში ითანამშრომლეს, თუმცა მათი კავშირი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა.
