წელს, ზაფხულის სეზონზე დუბაი ოჯახებს სრული შემადგენლობით დაუვიწყარი დასვენებისთვის ეპატიჟება. Kids Go Free (“ბავშვებისთვის უფასოა”) სპეციალური შეთავაზებით, დუბაის ფეშენებელურ სასტუმროებში მდიდრულად დასვენება ოჯახებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება.
Kids Go Free შეთავაზებით ბავშვებს არა მხოლოდ დუბაის ლეგენდარულ სასტუმროებში უფასოდ დარჩენა, არამედ კინოთეატრების, გასართობი კომპლექსებისა და ქალაქის მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობების მონახულება შეეძლებათ, თანაც ეს ყველაფერი უფასოდ, მათ შორის, ქალაქის ნაირ-ნაირი გადმოსახედების და მადამ ტიუსოს მუზეუმისაც კი.
ამასთანავე, ქალაქის სტუმრებს ადრეული დაჯავშნის ექსკლუზიური აქციით შეეძლებათ ისარგებლონ და ქალაქში მეტხანს დასარჩენად და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ადგილის მოსანახულებლად არაერთი ფასდაკლება მიიღონ.
მიუხედავად იმისა, ვიზიტორი წყნარ სანაპიროს ამჯობინებს, კულტურულ ექსკურსიას თუ გართობით სავსე თავგადასავლებს – დუბაი ყოველთვის შესანიშნავი არჩევანია ხელმისაწვდომ ფასად ოჯახური დასვენებისთვის. არსებული შეთავაზებების გაცნობა და დუბაის სასტუმროებში ნომრის დაჯავშნა დამსვენებლებს შეუძლიათ ბმულზე
წყარო: avianews.ge