LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაი ტურსიტებს „ოქროს“ ბურგერის დასაგემოვნებლად ეპატიჟება

38

დუბაი ყველა მსურველს „ოქროს“ ბურგერის დასაგემოვნებლად ეპატიჟება. არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი ქუჩის საკვების ფესტივალისთვის ემზადება. საერთაშორისო ღონისძიება „Eat The world“ 25 თებერვალს დაიწყება,  სულ 2 დღეს გასტანს და სტუმრებს მართლაც უგემრიელესი დელიკატესების დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალის მთავარი კერძი კი ბურგერი „ბურჯ-ხალიფაა“, რომელიც 24 კარატიანი ოქროთია დამზადებული და მისი ფასი 100 დოლარი იქნება. კერძი ჩვეულებრივი ბურგერის ინგრედიენტებისგანაა შექმნილი და ოქროს შეფუთვაშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ ოქროს ბურგერის დამზადების იდეა  რამდენიმე წლის წინ ლონდონში დაიბადა, თუმცა მისი შესრულება ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

https://www.facebook.com/EatTheWorldDXB/posts/379676289078057:0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები