LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში Bugatti-ს სტილში შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი გაჩნდება

111
ბუგატი

კომპანია Bugatti დუბაიში საფირმო საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტის პარტნიორი იქნება ფირმა Binghatti – საამიროების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამშენებლო კომპანია. მყიდველებს ჰიპერქარების სტილში შესრულებულ დიზაინსა და დეკორს, უნიკალურ არქიტექტურას, ასევე სრულყოფილების ატმოსფეროს ჰპირდებიან. სრულყოფილება ეს არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ბრენდი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ცდილობს.

ჯერ კიდევ Veyron-ის ეპოქაში, Bugatti-ს საშუალო სტატისტიკური კლიენტის ქონება მინიმუმ 200 მილიონი დოლარი იყო. მას ჰყავდა 84 მანქანა, 3 ვერტმფრენი და იახტა. Bugatti-ს სტილით ცხოვრება საუკეთესოს გამოყენებას ნიშნავდა. ბრენდს აქვს მაგალითად თავისი ავეჯის ხაზი, რომელიც საუკეთესო დიზაინერებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

2023 წლის მთავარი სიახლე კი ისაა, რომ Bugatti საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. თან, ამას გააკეთებს კომპანიასთან ერთად, რომელიც პრემიუმ-კლასის საცხოვრებლის შექმნის პროფესიონალია და ყველაზე რთული არქიტექტურული ფორმების დამზადებითაა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები