დუბაის პოლიციამ სპეციალური კამპანია დაიწყო სახელწოდებით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არაბთა გერთიანებულ საამიროებში“. ამ პრგრამის მთავარი დანიშნულებაა, ტურისტებმა დაიცვან ქვეყნის კანონმდებლობა და და უარი თქვან კოცნაზე საჯარო თავშეყრის ადგილებში.
პოლიციის პოლკოვნიკის, მუჰამედ რაშიდ ალ მუჰეირის განცხადებით, ყოველდღიურად დუბაის მილიონოიბით ტურისტი სტუმრობს. განსხვავებული კულტურის ადამიანებისთვის კი, მნიშვნელოვანია არაბული სახელმწიფოს ღირებულებების გათავისება. აღსანიშნავია, რომ კამპანია „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არაბთა გერთიანებულ საამიროებში“ 2015 წლის ბოლომე გაგრძელდება და მის ფარგლებში დარიგდება ბროშურები ტურისტებისთის. სპეციალური ბანერები განთავსდება სასტუმროებში, დიდ სავაჭრო ცენტრებსა და პლიაჟებზე. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნა იკრძალება.
