ხორვატიაში, დუბროვნიკში ერთ მაცხოვრებელზე ევროპაში ყველაზე მეტი ტურისტი მოდის. ამის შესახებ საცხოვრებლის დაჯავშნის სერვისის Holidu-ს უახლეს კვლევაშია ნათქვამი.
ხორვატიული ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელზე 27 ტურისტი მოდის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დუბროვნიკი გამორჩეული არქიტექტურის დამსახურებით ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა ბოლო პერიოდში ქალაქი ტურისტების განსაკუთრებულ შემოტევას განიცდის, რაც „სამეფო კარის თამაშებს“ უკავშირდება.
ტოპ-10 ყველაზე ტურისტული ევროპული ქალაქის სია:
დუბროვნიკი (ხორვატია)
როდოსი (საბერძნეთი)
ვენეცია (იტალია)
ირაკლიონი (საბერძნეთი)
რეიკიავიკი (ისლანდია)
ამსტერდამი (ნიდერლანდები)
ლისაბონი (პორტუგალია)
პორტუ (პორტუგალია)
დუბლინი (ირლანდია).