LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუდა სანაძის ოჯახში ნანატრი გოგონა დაიბადა: „შვილი რომ დაიწვინა გულზე, სიხარულისგან შოკში იყო…“

830
დუდა სანაძე

კალათბურთელ დუდა სანაძესა და მის მეუღლეს ანუნა მდივნიშვილს გოგონა ახლახან შეეძინათ. წყვილს ბიჭიც ჰყავს. კალათბურთელი პირველი შვილის დაბადებას ვერ დაესწრო, მეორეზე კი ჩამოსვლა მოახერხა.

ჟურნალ „სარკესთან“ (18 ივნისის ნომერი) ანუნა ემოციების შესახებ ჰყვება:

„ჩვენს ოჯახში დაიბადა ნინა, ისედაც დიდი ხნის წინ გვქონდა შერჩეული ეს სახელი და მით უმეტეს, როდესაც ნინოობას დაიბადა, სხვა ვარიანტზე არც გვიფიქრია.

საკეისრო კვეთის დროს ბავშვს მამას აწვენენ გულზე, ამიტომ დუდამ პირველმა დაიწვინა ნინა გულზე. ძალიან ბედნიერი იყო, სიხარულისგან შოკში იყო! გიორგის შემთხვევაში რომ ვერ განიცადა ეს პირველი ემოციები, ამჯერად ყველაფერი გაორმაგებულად აღიქვა…

ძალიან გვინდოდა მეორე შვილი და გაგვიხარდა, რომ გოგო გვეყოლებოდა. დუდას მხრიდან სულ ბიჭები არიან, სამი ძმა და შვილებიც სულ ბიჭები ჰყავთ, ამიტომ დიდი ხანია, ოჯახში გოგოზე ოცნებობდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g