ფორსაჟის“ მომდევნო ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო და ფილმის თაყვანისმცემლებს მასში ბევრი სიახლე ელით. ამ დღეებში კი დუეინ ჯონსონმა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და ამავდროულად პროდიუსერიც არის, „ინსტაგრამზე“ პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
„როდესაც ადამიანს ართმევ ყველაფერს, რაც გააჩნია და რაც ძვირფასია მისთვის, თქვენ მას აიძულებთ საკუთარ ფესვებს დაუბრუნდეს… ხანდახან კი ეს იდუმალებით მოცული და საშიში ადგილია. ჩემი „ფორსაჟში” დაბრუნებით მინდა „ავაფეთქო“ ფილმი, ამ სიტყვის კარგი გაგებით. რათა თაყვანისმცემლებს სისხლი უდუღდეთ, როდესაც ჰობსის ახალ ვერსიას და მის ახალ ხასიათს ნახავენ“, – დაწერა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ფილმში სწორედ ჰობსის როლს ასრულებს.