LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა

163
4c7dba9f3f83c168c2121039862fdd7e-XL

დუშეთში, წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა.

აღნიშნული პირის მამა მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, თუმცა მამა-შვილი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და მათ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.

“მამა ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთთან შეხების წერტილი არ ჰქონიათ. ჩემი ინფორმაციით, მამა დუშეთში ცხოვრობდა და შვილი წითელსოფელში. მამას ე.წ. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, თუმცა, კარანტინშია. ვფიქრობთ, რომ ტესტის პასუხი ისევ უარყოფითი იქნება. თუმცა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. ჯერ არც კომენტარს ვაკეთებ. სრული ინფორმაცია როცა გვექნება, მერე მოგაწვდით“,-აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 ახალი შემთხვევიდან 2 “ლენჯერის კლასტერია”, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევას იკვლევენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g