„მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების მეორე ფაზა იწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონ 689 ათასი ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია: რუსთაველის, ერეკლე მეორის, ჭავჭავაძის, შამანაურის, წმინდა ნინოს და კოსტავას ქუჩების შერჩეულ მონაკვეთებზე განთავსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია.
პროექტით განსაზღვრულია ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ღირებულების მქონე სახლის-ილია ჭავჭავაძის და ე.წ „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ღირებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მე-19-მე-20 საუკუნეების ძეგლები.
პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.