„დუტა ყოველთვის იყო ადამიანი. სადაც არ უნდა ემუშავა, რა მიუღებელ გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო, დუტად რჩებოდა ყოველთვის“, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ დუტა სხირტლაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელშიც დუტა სხირტლაძე ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დგანან, მხარდაჭერას უცხადებს.
კერძოდ, დუტა სხირტლაძემ გააზიარა ფოტო იმ არასრულწლოვანი ბიჭისა, რომელიც აქციაზე დააკავეს.
„ბავშვია, ბიჭო! ბავშვი! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს“ – დუტა სხირტლაძე
„ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი“
„დუტა ყოველთვის იყო ადამიანი. სადაც არ უნდა ემუშავა, რა მიუღებელ გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო, დუტად რჩებოდა ყოველთვის.
დადიოდა აქციებზე.
არ მალავდა ბრაზს.
და როცა არჩევანის წინაშე დადგა, ისევ ადამიანად ყოფნა არჩია.
ამიტომაც იქნება სულ დუტა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.