LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დვალი და აქიმიძე სასამართლოსგან “ისტორიულ გადაწყვეტილებას” ელოდებიან

64

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ხვალინდელი გადაწყვეტილებით ტელევიზიას კანონიერ მფლობელებს დაუბრუნებს. 

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით,  „რუსთავი 2“ დღეს პარტიული ტელევიზიაა და ის ადამიანები, ვინც „რუსთავი 2“-ის ინტერესებს იცავენ, რეალურად, არა თავისუფალი მედიის, არამედ  კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების დამცველები გამოდიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ამ ეტაპზე სამართლებრივი დავის მონაწილეები არ არიან, მათი ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ტელევიზიის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება  მიღწეულია.

ტელეკომპანიიის 60 პროცენტიანი წილის დაბრუნების შემთხვევაში არხის დამფუძნებლები ტელევიზიის პარტიული ინტერესებისგან გათავისუფლებას გეგმავენ.

დავით დვალის განცხადებით, ტელევიზია პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას არ გახდება მხარე და და მხოლოდ კომერციული შემოსავლებით იარსებებს,  რაც მისი დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.

დამფუძნებლები ამბობენ, რომ სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილება ისტორიულიც იქნება რადგან ეს გახდება ტელევიზიის კანონიერი მფლობელისთვის სამართლებრივად დაბრუნების პრეცედენტი და აგრეთვე, სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g