LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლების მიმართ აგრესია: თაღლითი ქალი და ძაღლის მკვლელი

495
79576759-10156774884046659-463698172653338624-n

ბოლო დროს, შინაური ცხოველების მიმართ, აგრესიამ საგრძნობლად მოიმატა. აგრესიული ადამიანები უმწეო არსებებს სადისტურად ექცევიან. ახლახანს ორი სასტიკი შემთხვევა დაფიქსირდა და ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თამაზ ელიზბარაშვილი და ქეთი გორდელაძე ავრცელებენ, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი აღშფოთება მოჰყვა.

ქეთი გორდელაძე წერს, რომ ერთი ქალბატონი სადისტურად ექცევა ძაღლებს.
სარდაფებში გამოკეტილი ძაღლები, საშინელ ანტისანიტარიაში, უწყლოდ და დამშეულები, სასტიკად გამხდრები და დაუძლურებულები არიან. როგორც გორდელაძე ჰყვება, ეს ქალი თაღლითურად ფულს არიცხინებდა ხალხს ძაღლებისთვის, სინამდვილეში კი ძაღლები გაუსაძლის პირობებში, შიმშილით სულს ღაფავენ.
გაკეთდა სიუჟეტი, სადაც ქალბატონი ამბობს, რომ არავინ ეხმარება და ეს სიცრუეა, რადგან ქეთისთან საუბარში (რომელიც ჩაწერილია) თქვა, რომ მეგობრები ურიცხავდნენ თანხას.
მისგან წამოყვანილი ძაღლებიდან რამდენიმე სავალალო მდგომარეობაშია, და იქ დარჩენილთა უმეტესობაც ასევეა. როგორც ირკვევა, მხოლოდ 15-მდე ძაღლის წამოყვანა მოხერხდა, 20-25 ძაღლი კი ისევ მას ჰყავს.

„არ ჩაურიცხოთ მას თანხა. ის არ ახმარს მას ცხოველებს. კვირაობით ნაშიმშილარი ძაღლები ამაზე მეტყველებს. ერთადერთი, რასაც ზოგჯერ აჭმევს – ქატოა!
მან შექმნა ილუზია, რომ ცხოვრობს ამერიკაში, არის სამხედრო ატაშეს თანაშემწე, მუშაობს პარლამენტში, დაფრინავს სიმპოზიუმებზე ევროპაში. ფბ საიტს აქვს ფუნქცია, სადაც გინდა დაჩეკინდე – საკუთარ სახლში მჯდომი, ზუსტად ამას აკეთებდა. რადგან ერთი უსახური სოფლის დედაკაცია!
ჩავუგდოთ ბიზნესგეგმა საცოდავი ცხოველებით ფულის შოვნის! ეგებ მერე მაინც გამოგვატანოს ძაღლები”, – აცხადებს სოციალურ ქსელში, ქეთი გორდელაძე.

 

თამაზ ელიზბარაშვილი კი ამტკიცებს, რომ საჩხერეში ძაღლების მკვლელი დადის.
„თოფით ხელში, დღისითაც კი არ ერიდება მოსახლეობას, კანონი და პოლიცია ფეხებზე მკიდიაო იძახის. დღეს დილით მისი მსხვერპლი გახდა ეს უდანაშაულო ძაღლი, რომელიც პატრონის სახლის კარის წინ, ლესელიძის ქუჩა 1 ჩიხთან, მოკლა ტყვიით.
მივმართავ ადგილობრივ პოლიციას, ასევე შსს-ს, დაიცავით პოლიციელის მუნდირის ღირსება, ვიღაც საჩხერელმა კრიმინალმა ასე ვერ უნდა გაგაფარჩაკოთ, ხვალ ის თქვენ მოგაკითხავთ და ოჯახს აგიწიოკებს. რამ დაგაბეჩავათ, ასე შეგაშინათ თოფიანმა მკვლელმა?
სირცხვილი თქვენ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g