LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია უფასოდ უტარდებათ

1993

ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაცია, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკასთან ერთად ქუჩის ძაღლებისთვის ოპერაციებს ატარებს.

როგორც რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას ვეტერინარული კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, მარიამ ჩხიკვიშვილმა აღნიშნა, წელს უკვე მეორედ, ბრიტანელი კოლეგების აქტიური დახმარებით, ქუჩის ძაღლებს სტანდარტული, კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციები უტარდებათ.

მანიპულაციები მაწანწალა ცხოველების პოპულაციის მეტ-ნაკლები კონტროლისთვის ხორციელდება.

მარიამ ჩხიკვიშვილის ინფორმაციით, პროექტი, ბრიტანელ კოლეგებთან თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია, წელიწადში ერთხელ ხორციელდება, წელს ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ამ მიმართულებით უკვე მეორე პროექტი მიმდინარეობს.

სტანდარტულ ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართული ვეტერინარული კლინიკის სტუდენტები. პოსტ-ოპერაციულ პერიოდში ცხოველების მდგომარეობას ვეტერინარებთან და სტუდენტებთან ერთად ის პირები აკვირდებიან, ვისაც კონკრეტული ცხოველი შეკედლებული ჰყავს.

ქუჩის ძაღლების პოპულაციის კონტროლისთვის სტანდარტული ქირურგიული მანიპულაციები, ნაწილობრივ ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაციის მიერ, ნაწილი კი ქართული მხარის მიერ ფინანსდება, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო ვეტერინარული კლინიკის ვეტერინარები და სტუდენტები, ცხოველების მოვლა-პატრონობას, არასამუშაო საათებსაც უთმობენ და ამას საკუთარი ინიციატივითა და ცხოველების სიყვარულით აკეთებენ.

რაც შეეხება ქუჩის ძაღლების აცრებს და მათ ე.წ. დაჩიპვას, ღონისძიება უშუალოდ მარიამ ჩხიკვიშვილისა და მისი ორგანიზაციის ინიციატივით დაიწყო, ძაღლებს ყურებზე ე.წ. ”ყვითელი თაგები” საიდენტიფიკაციო ინფორმაციით უკეთდებათ. კონტროლის ამ ფორმას ახლა უკვე მუნიციპალური თავშესაფრებიც იყენებენ.

რაც შეეხება მაწანწალა ცხოველებზე საზოგადოების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, როგორც ჩვენთან საუბრისას მარიამ ჩხიკვიშვილმა აღნიშნა, ტენდეცნცია სამწუხაროდ არ შემცირებულა და ცხოველები აბსოლიტურად უმიზეზოდ ადამიანების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი ჯერ კიდევ ხდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები