ლუქს ბრენდმა „ლუი ვიტონმა“ მომხმარებლები კიდევ ერთხელ გააოცა. მოდის სახლმა ოფიციალურად წარადგინა XL ზომის „ძაღლი ჩანთა“, რომლის ფასი 18,500 დოლარს შეადგენს.
ჩანთა ზომებით 33×38.1×71.9 სანტიმეტრია და დამზადებულია ბრენდის კლასიკური მონოგრამის მქონე მასალისგან, ხოლო დეტალები ნატურალური ძროხის ტყავით არის გაფორმებული. დიზაინი სრულად შეესაბამება მის საკულტო ესთეტიკასა და პრემიუმ ხაზს.
ცნობისთვის ბრენდმა, რომლის კრეატიული ხელმძღვანელი ფარელ უილიამსია ცოტა ხნის წინ სნუპ დოგის გამოსახულებით ჩანთა გამოუშვა, მანამდე კი „ტიმბერლენდთან“ კოლაბორაციით, ბათინკი.
„ლუი ვიტონის“ ლიმიტირებული „ტიმბერლენდი“, 18-კარატიანი ოქროს დეტალებით, 82 000 დოლარი ეღირება



