LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლის ქართული წარმოების სამოსზე წვდომა უცხოელებსაც ექნებათ – „ფოფსი“ საერთაშორისო პლატფორმაზეც გაიყიდება

456
ipiccy-image

ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ფოფსი“ გაყიდვების საერთაშორისო პლატფორმაზე გამოსაჩენად ემზადება. როგორც „ფორტუნას“ კომფორტული და ყოველთვის მოდური ბრენდის დამფუძნებელმა გვანცა წერეთელმა განუცხადა, „ფოფსი“ 5 თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

„ბრენდის შექმნის პირველივე დღიდან გეგმაში მაქვს, რომ „ფოფსის“ სამოსი უცხოელი დამკვეთებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი გავხადო. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ იმაზე, რომ მალე „ფოფსის“ სამოსი და აქსესუარები ერთ-ერთ უცხოურ პლატფორმაზე განთავსდეს და გაიყიდოს“, – აღნიშნავს გვანცა წერეთელი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „ფოფსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დაინტერესება და მოთხოვნა ძაღლის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე საკმაოდ დიდია.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ უამრავი პრობლემა წარმოქმნა ყველა ტიპის ბიზნესისთვის, მან გააჩნია გარკვეული შესაძლებლობებიც. ამ პერიოდში, უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ოთხფეხა მეგობარი შეეძინა. შესაბამისად, გაიზარდა ძაღლების სამოსზე მოთხოვნაც“, – განმარტავს წერეთელი.

მისივე თქმით, „ფოფსის“ მთავარი მიზანია ის, რომ ყველა ტიპის ძაღლისთვის ხელმისაწვდომი იყოს კომფორტული და მოდური აქსესუარები და სამოსი. „ქართულ ბაზარზე დაკვირვებით აღმოვაჩინეთ, რომ დიდი ზომის ძაღლებისთვის სამოსი ნაკლებად იშოვებოდა, ამიტომ ჩვენ მათზეც დავიწყეთ ზრუნვა. „ფოფსი“ ძაღლის პატრონებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: ასაკის, ჯიშის, ზომის და ასევე სეზონურობის მიხედვით“, – აღნიშნა „ფოფსის“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ფოფსის“ პროდუქცია ონლაინ იყიდება. ბრენდი აწარმოებს ყველა ჯიშისა და ზომის ძაღლისთვის სხვადასხვა ტიპის სამოსსა და აქსესუარებს. პროდუქციის ღირებულება კი 20-დან 75 ლარამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g