LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლმა პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი განძი იპოვა

63
Capture

პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხის სიახლოვეს ძაღლმა დიდი განძი აღმოაჩინა. გამოცემა arkeonews-ის ინფორმაციით, ბოლო 100 წლის განმავლობაში ასეთი აღმოჩენა პირველად დაფიქსირდა.

ცუგა, რომელსაც სახელად კაიტუსი ჰქვია, პატრონთან ერთად სეირნობდა და უცებ მიწის თხრა დაიწყო. პატრონმა შეამჩნია, რომ მიწაში რაღაც იყო, ამიტომ კაიტუსისთვის ხელი არ შეუშლია. შედეგად ძაღლმა ოქროს მონეტებით სავსე ქოთანი იპოვა.

პატრონმა აღმოჩენის შესახებ არქეოლოგებს ამცნო და როგორც გაირკვა, მონეტები მე-13 საუკუნეშია დამზადებული, რაც მათ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

მონეტები არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შენარჩუნებული და მათზე გაკეთებული ნახატებიც გარკვევით ჩანს.

ისტორიკოსები კაიტუსის მიერ ნაპოვნ ტერიტორიას მომავალში უკეთ შეისწავლიან და სხვა საინტერესო აღმოჩენებსაც არ გამორიცხავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები