LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალა ერთობაშია“ მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკების კულტივირების აკრძალვას ითხოვს

141

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ითხოვს, რომ ქვეყანაში  მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება, წარმოება და გადამუშავება კონსტიტუციით აიკრძალოს.

მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებას უკვე იწყებს.

„ძალა ერთობაშიას“ წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, კონსტიტუციაა იმის გარანტი, რომ „ამ გიჟურ“ იდეაზე ხელისუფლება უარს იტყვის.

 „კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელმაც უნდა ასახოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვხედავთ კანაფის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივაცია, ამ ბიზნესის წარმოება ერთი ადამიანის ხელში იქნება თავმოყრილი და უგულებელყოფს იმ საზოგადოებრივ დაკვეთას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის. კონსტიტუცია არის გარანტია, რომელიც ამ გიჟური იდეიდან ხელისუფლებას ხელს ააღებინებს,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციური ერთობის მოთხოვნა ითვალისწინებს, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: “დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორებოს წარმოების მიზნით კანაფის ან სხვა მცენარის კულტივირება, დათესვა-მოყვანა, გადამუშავება,შენახვა-გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. აგრეთვე ასეთი საქმიანობოს ლიცენზირება”.

magti 5g