LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობა დაუშვებელია, მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე: კუჭავა

62
კახა კუჭავა

“დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ეს მიუღებელია.” – “თბილისი პრაიდის” ღონისძიებების გამო, თბილისში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.

ამის შესახებ კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს და ყველა მხარეს მოუწოდებს, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ:

“მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ, რათა დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები.

სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა.” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

magti 5g