LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობაში ბრალდებულ სასულიერო პირს სინანულისთვის მონასტერში გაგზავნიან

490
44739

სასულიერო პირს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში საცხოვრებლად გაგზავნიან.

„სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

“ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა” – რას ყვება ქალი, რომელზეც მღვდელი ქმარი 10 წელი ძალადობდა (ვიდეო)

10 იანვარს მოქმედ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ყოფილი ცოლის მიმართ მუქარაზე სასულიერო პირს გირაო შეეფარდა

ლაშა ჩიქოვანისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა

იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარი შეუფარდა.

ნინო ჩიქოვანმა (გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g