“ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც მერე, რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით ჭარბი რაოდენობით გარკვეული პროდუქციის შესყიდვის არანაირი საჭიროება არ დგას.
“ამ ეტაპზე რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, რაიმე სახის განსაკუთრებული ქმედებების აუცილებლობა არ დგას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციასაც გარკვეული ვადა აქვს და მერე შეიძლება ჩვენი ოჯახები ჩვენ თვითონ მოვაკლოთ შემოსავალს და აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი, ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში, რომელსაც მერე რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
