LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრმა ბავშვმა რუსული ენა არ იცის“ – რუსეთში უკრაინიდან იძულებით წაყვანილ ბავშვებს, ენას, „სპეციალური ბანაკების“ შექმნით შეასწავლიან

174
ლტოლვილი უკრაინელები და რუსული ენა

მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყანაში იძულებით წაყვანილ უკრაინელი ბავშვებს, რომლებმაც რუსული არ იციან, ენა სპეციალური ბანაკების შექმნით შეასწავლონ.

„კიდევ ერთი მწვავე პრობლემა ეხება რუსულ ენას, როგორც ჩვენი კომიტეტის წევრმა, ლუდმილა ნიკოლაევნა სკაკოვსკაიამ აღნიშნა, ძალიან ბევრმა ბავშვმა, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან, რუსული ენა, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამისთვის, საკმარის დონეზე არ იცის.

უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, ვიდრე მოპარულ ბავშვებს არ დააბრუნებენ, ევროპული სახელმწიფოებიდან ფული არ უნდა მიიღონ: ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, მონახონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებს იძულებით დეპორტაციას და ხელს შეუწყობს უკრაინელების სახლებში დაბრუნებას.

კოლეგებო, ზაფხულში ენის შესასწავლად ორგანიზებული იქნება პროფილური კურსები, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან სტუდენტები და უფროსკლსელები.“ – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები