LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ცინიკურია, 1-ლი მარტიდან ვერაფერი გაიხსნება, მარტამდე ვერ მივატანთ: რესტორატორი ქეთი ბაქრაძე

553
BeFunky-collage

“ჩვენი ბიზნესი აღარ არსებობს, აქ ციფრებზე კი არ არის საუბარი. რა მექანიზმი, რა გეგმა ექნებათ?! როგორ უნდა გაგვხსნან თავიდან?! – ასე ეხმაურება რესტორატორი ქეთი ბაქრაძე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

რესტორნები კვლავ დახურული რჩება – მთავრობა

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

ქეთი ბაქრაძე აცხადებს, რომ პირველ მარტს რესტორნები ვერ გაიხსნება, რადგან ბევრი მათგანი ამ თარიღამდე ვერ მიაღწევს.

“ძალიან ცინიკურია, რომ პირველი მარტიდან გაიხსნება – ვერ გაიხსნება ვერაფერი პირველი მარტიდან იმიტომ, რომ პირველ მარტამდე ვერ მივატანთ. ძალიან ბევრი რესტორანმა, რომელიც გატანაზე მუშაობდა, უმეტესობამ, თუ არ ვლაპარაკობთ სწრაფი კვების ობიექტებსა და დიდ კორპორაციებზე, იმათმაც კი შეწყვიტეს მუშაობა იმიტომ, რომ მინუსებში წავიდნენ, ხარჯებს ვერ ფარავდნენ და აქ ძალიან ბევრი პრობლემაა და გეგმა არ აქვთ”,-თქვა ბაქრაძემ “ფორმულას” ეთერში.

მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესის მფლობელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და სჭირდებათ იმის ცოდნა, როდის გაიხსნება რესტორნები.

“კომუნიკაცია ნამდვილად გვაქვს, ხმა ესმით თქო მოგატყუებთ. უფრო ინფორმაციას იღებენ ჩვენგან რა განწყობა გვაქვს. დღესაც კი პასუხი არ ჰქონდათ და ჩემთვის ეს ძალიან დამამცირებელია. იმიტომ, რომ დღეს ვიწერებოდი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, როდის შევძლებთ მუშაობა დავიწყოთ”. – აღნიშნა ქეთი ბაქრაძემ.

გადაწყვეტილება მიღებულია: სავაჭრო ობიექტები შაბათ -კვირას არ იმუშავებს

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები