LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც..თათა ჩვენ თვალწინ იზრდებოდა..3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად“ – ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს

902
ბექა გოჩიაშვილი

ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მას ოჯახის ახლობელი გარდაეცვალა.

ბექა წერს, რომ პატარა თათა სარკომას 3 წლის განმავლობაში ებრძოდა.

„ალბათ მიხვდებოდით, რომ ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. თათა იყო იმ ოჯახის შვილი ვის ხელშიც ფაქტობრივად მეც და ჩემი ძმაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, თათაც ჩვენს თვალწინ იზრდებოდა. გარდა ნათელმირონული კავშირის ამ ოჯახთან, არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვახსოვს არც ერთი მომენტი მათ გარეშე. იგივე მწუხარების და ტკივილის ნაწილია ჩემი მთელი ოჯახიც.

3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად. თათას დასახმარებლად კონცერტის სახით გვერდში დამიდგნენ ჩემი უძვირფასესი მეგობრები ვისაც აქვე ვუხდი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას; თემურიკო დიასამიძე, ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე, ნიკოლოზ რაჭველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, საბა ქასრაშვილი, Cozy K, გიო კაპანაძე, ხატია ქორიძე, ლუკა თოფურია და ზაქარია ჭელიძე.

ერთი რამე დაგვრჩენია ყველას, აქ დატოვებული დიდი ტკივილის გამტარებლებს, რომ თათას შვებამ გაგვაძლიეროს და მისი ფიზიკურად დანაკლისი სულიერად შევივსოთ.

პანაშვიდები:

შაბათი, კვირა, ორშაბათი – გლდანის მე-3 მიკრო, მე-3 კორპუსი, მე-3 სადარბაზო, სართული 8.

გასვენება: სამშაბათს, 2 საათზე. პირველი და მეორე მიკროს ამოსახვევი, ნანეიშვილის ქუჩა, საბავშვო ბაღის წინ მდებარე სულიწმინდის ტაძრიდან,“ – წერს ბექა გოჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g