LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება… ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს… არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს!” – ხვიჩა კვარაცხელია

133
ხვიჩა კვარაცხელია

„მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა!”, – წერს ხვიჩა კვარაცხელია და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ხვიჩა საკუთარ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველო იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშვალოს:

„ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება,მიჭირს ამ ყველაფრის ყურება . მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს . მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ როგორც 26 მარტს!❤️

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი: „დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას… არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, მე ვარ საქართველო”

არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს  თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება🇪🇺

მწყდება გული რო დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით .

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას ! მე ვარ საქართველო”, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ბუდუ ზივზივაძე: „ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა … არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”

„დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა – საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია“ – ყაველაშვილი

მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა🇬🇪! ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში…

Posted by Khvicha Kvaratskhelia on პარასკევი, 03 მაისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები