ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს.
“ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი.” – აღნიშნავს ღარიბაშვილი.
“იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა
მისივე თქმით, საქართველოს საელჩო ყაზახეთში ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში.
ცნობისთვის, დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა