„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს“ – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მედიის ცნობით, ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის“ ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს.
„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ყველა ვინც თანამეგობრობას არ დაშორებულა, ღირსეულ შედეგებს აჩვენებს.
„ყველა, ვინც ჩვენს თანამეგობრობას არ დაშორებულა, დღეს ღირსეულ შედეგებს აჩვენებს. მათ თავიანთ ქვეყნებზე კონტროლი არ დაუკარგავთ და საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სუბიექტებად რჩებიან“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.