LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მაგარი მუსიკოსები ჰყავს ჩვენ საქართველოს, მსოფლიო აუდიტორიები ფეხზე უდგებიან და თაყვანს სცემენ – რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ბექა გოჩიაშვილის ტრიოზე

532
BeFunky-collage (12)

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში AUDI Summer Music Festival-ზე ბექა გოჩიაშვილის ტრიოს საოცარ შესრულებაზე წერს და იქ განცდილ ემოციებსა შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„AUDI Summer Music Festival-ზე გერმანიაში ბექა გოჩიაშვილის ტრიოს (ლევან დეისაძე Bass და ზაზას ცერცვაძე Drum) კონცერტს ვესწრები, აქვეა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ლიზა ბათიაშვილი, კონცერტზეა უნიკალური ცოტნე ზედგინიძეც ნინა მამრაძესთან ერთად, გერმანული აუდიტორიით გადაჭედილ აუდიტორიაში ასევე ვხედავ ზურა და ნიკუშა შამუგიებს, თამაზ ბათიაშვილს, მამუკა ფარსის, ლევან ყურაშვილს, ლექსო ჩუბინიშვილს, ძიმაც აქვეა გაგულიძე, მე და თეო ჯორბენაძე, რომელმაც ამჯერადაც დიდი ამაგი გასწია ჩვენთვის, გვერდიგვერდ ვსხედვართ და ვხარობთ… მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგარი მუსიკოსები ჰყავს ჩვენ საქართველოს, მსოფლიო აუდიტორიები რომ ფეხზე უდგებიან და თაყვანს სცემენ… გერმანული პრესაც ვერ მალავს განცვიფრებას ამდენი საერთაშორისო რანგის ქართველს რომ უსმენენ და უცქერენ დღეგამოშვებით:))

P.S. დიდი კივილ ნარევი ოვაციები ისადგურებს დარბაზში ყოველი იმპროვიზაციის შემდეგ…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქში.

http://

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები