LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მაღალი რისკის ქვეყანა“ – საქართველოს ნიდერლანდებმა კოვიდ-სტატუსი შეუცვალა

76
ნიდერლანდები

ნიდერლანდებმა საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა.

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე – Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოსთვის კვლავ ძალაში რჩება “ნარინჯისფერი კოდი”.

საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.