LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე, ამ უმწვავესი კრიზისის დასრულებისთანავე ჩვენ სამთავრობო ცვლილება გვექნება – თინა ხიდაშელი

173
1432894820

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს უახლოეს მომავალში განხორციელდება სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის „გიორგი გახარიას ჩათვლით“,-ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, შეძლებს, თუ არა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმ მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებას, „რომლებიც მისი დანიშნულები არ იყვნენ და რომელთანაც მას გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა აქვს, მაგალითად ეკატერინე ტიკარაძე“, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ „ისინი ერთად წავლენ მთავრობიდან“.

„ფორმა არ ვიცი, მაგრამ ისინი ერთად წავლენ მთავრობიდან. როგორც ნოემბერში გეუბნებოდით ჟურნალისტებს, რომ პარტიის ყრილობა იგეგმებოდა და თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდებოდა, ასე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე, ამ უმწვავესი კრიზისის დასრულებისთანავე ჩვენ სამთავრობო ცვლილება გვექნება. ეს იქნება სრულფასოვანი ცვლილება გახარიას ჩათვლით“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g