LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე ვულკანიზაციები საერთოდ გაუქმდება?

28

როგორც ჩანს გერმანელი მეცნიერების გუნდმა, ფინელი კოლეგების დახმარებით, ახალი თაობის საბურავი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივი საბურავისგან განსხვავებით არც ვულკანიზაციაში „სტუმრობას“ საჭიროებს და არც „ბაბონის“ შემთხვევაში არ სჭირდება გამოცვლა.

მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ჩვეულებრივი საბურავები დამზადებული იყო ისეთი ნაერთებისგან, რომელიც ნახშირბადს და აზოტს შეიცავს. შესაბამისად აღმოაჩინეს ის მიზეზებიც, რის გამოც საბურავი იშვებს და დაიწყეს ამ პრობლემებზე ზრუნვა.

 

 

როგორც ლაბორატორიებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, ახალი თაობის საბურავს ვულკანიზაციაში „გასეირნება“ არასდროს დასჭირდება, რადგან ის დამუშავებულია იმ დონეზე, რომ მძღოლისგან დამოუკიდებლად მოაგვაროს პრობლემები და როგორც ჩანს, ძალიან მალე ვულკანიზაციები საერთოდ გაუქმდება.

ამასთან ერთად კომპანია „Hankook” კვლავ აგრძელებს ექსპერიმენტებს უჰაერო საბურავთან iFlex-სთან დაკავშირებით, რომელმაც 130კმ/სთ სისწრაფით მოსიარულე ავტომობილს გაუძლო. ასეთი ტიპის საბურავებზე მუშაობს Bridgestone და Michelin-იც. ასე რომ მომავალში, საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების დავიწყება, ნამდვილად გარდაუვალია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები