LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება, რომელიც ყველაფერია გარდა პოლიტიკური ბრძოლისა: ბაჩო დოლიძე შუალედურ არჩევნებზე

74
ბაჩო-დოლიძე

„ლელო“ არის ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პარტია და როგორც მათი მხარდაჭერაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა მათთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ და აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დონეზე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს: ხატია დეკანოიძე

როგორც მან „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ აღნიშნა, შუალედური არჩევნები იქნება ურთულესი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი.

„არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს და ყველა ჩართული იქნება ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერაში, ამიტომ ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება, რომელიც ყველაფერია გარდა პოლიტიკური ბრძოლისა“ – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებენ პროპორციული სიების გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგიც არის დღეს ფაქტობრივად ის, რომ დეპუტატებს, რომლებსაც შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ პარლამენტში და რა ბერკეტები არსებობს ბრძოლის გასაგრძელებლად? ბაჩო დოლიძე პასუხობს:

რამდენად შესაძლებელია გაუქმებული პროპორციული სიების აღდგენა და რა პესპექტივა აქვს უმცირესობის იდეას, შეწყვეტილი მანდატების ჩანაცვლების თაობაზე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირესობის იდეას, ჯაფარიძის, ნათელაშვილისა და ხოშტარიას მანდატების პროპორციული სიიდან ჩანაცვლებას, პერსპექტივა არ აქვს.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა პარტიული სტრუქტურის გაძლიერება, სტრუქტურული ერთეულების გაზრდა, უფრო მეტი ადამიანის მოყვანა, სხვანაირად შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, ეს არ არის საკმარისი ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ პოლიტიკური მტერი ვერაგი გზებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ ის, რომ გავძლიერდეთ პოლიტიკურად, პარტიულად, უნდა გაძლიერდეს თითოეული ოპოზიციური ძალა, სხვა გზა არ არის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, ეს იქნება პარლამენტი, საკრებულო თუ ქუჩა, რა თქმა უნდა კონსტიტუციის ფარგლებში.

რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, ამაზე ხელისუფლების გამწარებული კომენტარებიც მეტყველებს: უსუფაშვილი

ჩვენ უკვე აქტიურად დავდივართ რეგიონებში, სოფლებში და ვაძლიერებთ პარტიას. უნდა გავხსნათ ბევრი ოფისი, მოვიყვანოთ ახალგაზრდა ხალხი, მოვიყვანოთ მეტი ადამიანი, რომელიც ჩართული იქნება ამ პოლიტიკურ პროცესში და ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევას.

დღეს რომ პროპორციული არჩევნები ყველანაირი დარღვევის გარეშე ჩატარდეს, ვერცერთი პარტია ვერ აიღებს 50 %-ზე მეტს. ბევრი თუ არა 3-4 პარტია იქნება სათავეში, რომელიც ერთმანეთს გააკონტროლებს. ის ნათელი მომავალი სწორედ ამ გზაზეა, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა, რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსთავში შუალედურ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

თაზო დათუნაშვილი: ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნას მოჰყვება პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა, მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა ფრაქცია არ დაიშალოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g