LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, ამაზე ხელისუფლების გამწარებული კომენტარებიც მეტყველებს: უსუფაშვილი

161
1

შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის წარდგენას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმიანება.

უსუფაშვილის შეფასებით, ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია და ამაზე ხელისუფლების “გამწარებული კომენტარებიც” მეტყველებს:

“არათუ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, ვისაც ყელში ამოუვიდა ის უბედურება, რომელშიც ვცხოვრობთ, საუკეთესო, საერთო კანდიდატი შეიძლება იყოს სწორედ ბადრი ჯაფარიძე მისი პიროვნებიდან, პერსონალური თვისებებიდან და  პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე.

ამიტომ, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ამ თემაზე ხელისუფლების გამწარებული კომენტარები. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ გუშინდელი უსამართლობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, ჩვენი პასუხი იქნება თავდაუზოგავი ბრძოლა და შრომა რუსთავში გამარჯვებისთვის.

ჩვენ ამ პროცესში ვართ არა მარტო ღია, არამედ მოწადინებული, რომ ეს საერთო გამარჯვება იყოს არა ოპოზიციის ხელისუფლებაზე, არამედ სწორი გზის გამარჯვება არასწორ გზაზე. ჩვენ ამ არჩევნებს გაცილებით ფართოდ ვუყურებთ, ვიდრე ბადრი ჯაფარიძის გამარჯვებას და ერთით მეტი პარლამენტის წევრს ჩვენი გუნდიდან”, – თქვა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ ელენე ხოშტარისთან და შალვა ნათელაშვილთან ერთად შეუწყვიტა.

ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ შანსებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ვრცლად გაეცნობით აქ:

„რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მხარდაჭერა, ვიყო საერთო კანდიდატი“ – „ლელოში“ შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს

თალაკვაძე: ჯაფარიძეს რუსთავში შანსი პრაქტიკულად არ ექნება – მისი კანდიდატურის წარდგენა პოლიტიკური მანევრია, რომ მოვლენების ზედაპირზე დარჩეს

ვოლსკი: რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

„ეს მცირე არჩევნები რუსთავში, სამწუხაროდ რეალურად პოლიტიკურ სივრცეში არაფერს ცვლის, მნიშვნელოვანია დიდი ბრძოლისთვის მომზადება“ – გიორგი ნონიაშვილი

მიქანაძე ბადრი ჯაფარიძეზე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g