LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა“ – იენს სტოლტენბერგი

142
იენს სტოლტერბერგი

ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.

იოზვიაკმა სტოლტენბერგს კითხვა დაუსვა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობასთან დაკავშირებით.

„საქართველო არის პარტნიორი. მე ახლახან ვიყავი საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები