LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან პატიოსანმა კანონდამრღვევმა სასამართლოში განაცხადა, რომ რადარის მიერ დაფიქსირებულ სიჩქარეზე უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა

36
carnews216

ახალზელანდიურმა გამოცემა NZ Herald-მა გამოაქვეყნა ისტორია ადგილობრივ მაცხოვრებელზე, სახელად ტიმოტი ბრუქსზე, რომელსაც სასამართლომ მართვის მოწმობა 18 თვით ჩამოართვა.

მამაკაცი პოლიციამ მას შემდეგ გააჩერა, რაც ის ქუჩის რბოლებში მონაწილეობდა და საერთო მოხმარების გზაზე 176 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. სასამართლო მოსმენის დროს ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ რადარმა მისი ავტომობილის მახასიათებლები სწორად ვერ შეაფასა და სინამდვილეში ის კიდევ უფრო სწრაფად მოძრაობდა.

მრბოლელი სხვა ავტომობილის გადასწრებას ცდილობდა, ამიტომ სიჩქარე 195 კმ/სთ-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილმა თავისი დანაშაული აღიარა, სასამართლომ კანონდამრღვევს მართვის მოწმობა 18 თვით ჩამოართვა და 150 საათით საზოგადოებრივი საქმიანობის შესრულებაც დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ბრუქსი აქამდეც არაერთხელაა ნასამართლევი და რამდენჯერმე ციხეში სწორედ უკანონო რბოლების გამო იჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები