პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას აფასებს და მას ძალიან პოზიტიურს უწოდებს.
ფილიპ რიკერმა საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მაღალი შეფასება მისცა
ირაკლი ღარიბაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ ვიზიტი აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მკაფიოდ ცხადყოფს:
“ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე.” – აღნიშნულია ღარიბაშვილის “ტვიტში”.
შეგახსენებთ, ფილიპ რიკერი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებსაც.
Great meeting with @StateDept Assistant Secretary Reeker. This visit is a clear demonstration of the US increasing interest & engagement in the South Caucasus region. We focused on key areas of ??-?? strategic partnership, as well as regional security & cooperation. pic.twitter.com/jWQwAafV8H
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 7, 2021