LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან სამწუხაროა, რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის, პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით: მაქარაშვილი

186
გიგა მაქარაშვილი

“ძალიან სამწუხაროა რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენს გეგმებს. პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით.” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ჰყავს სანაცნობოში ამ თემის წევრი, რომელიც მუდმივად განიცდის შევიწროებას, ირღვევა მათი უფლებები და იმისათვის, რომ ამ ადამიანების უფლებები დაცული იყოს, მარში უნდა გაიმართოს და ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს:

“ძალიან სამწუხაროა რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენ გეგმებს. პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგრვას განიცდიან, ბატონ ღარიბაშვილს საერთოდ ნამუსი დაუკარგავს, როცა იძახის, რომ ამ ადამიანების უფლებები საერთოდ არ ირღვევა, ისინი კარგად ცხოვრობენ, არა ეს ასე არ არის!

ყველას გვყავს სანაცნობოში, სანათესაოში ადამიანი ამ თემის წევრი რომელიც განიცდის შევიწროებას, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა და მათი უფლებები, რომ აღარ ირღვეოდეს, ეს უნდა შედგეს როგორც ტრადიცია და ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ დაიყოფიან რელიგიური, თუ სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის გამო და მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება დაცული.” – ამბობს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს 18:00 საათზე “თბილისი პრაიდი” სლოგანით – “გამოდი სოლიდარობისთვის” ღირსების მარშს გამართავს. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწწყება და დედაენის ბაღთან დასრულდება.

პარალელურად, კვლავ დაძაბული ვითარებაა პარლამენტთან:

პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინაღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „სირცხვილიასა“ და “თბილისი პრაიდის” ოფისებს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g