გასული წლის ბოლოს ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა.
ნუკი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს კადრებს, სადაც ჩანს მისი ყოველდღიური ცხოვრება მშობიარობის შემდეგ.
ამჯერად ტელეწამყვანი გამომწერებს მის პრობლემაზე გულახდილად ესაუბრა.
„ძალიან უცნაური ამბავი დამემართა და მაინტერესებს, თქვენც თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა. თვალის პრობლემა მქონდა პირველ მშობიარობამდე. (მინუს 2 მქონდა). ოვიზე ფაქტობრივად სათვალით ვიმშობიარე, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ყველაფერი „დალაგდა“, თვალის პრობლემა აღარ მქონდა. შვიდი წელი სათვალე არ მიტარებია და ახლა, მეორე მშობიარობის შემდეგ მხედველობა ისევ დამაკლდა. შიოზე მშობიარობის შემდეგ ვხვდები, რომ სათვალე ისევ მჭირდება. ასეთი შემთხვევა გქონიათ, თუ მარტო მე დამემართა“, – კითხულობს ნუკი სოციალურ ქსელში.
ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს ახალშობილს
