”მანჩესტერ იუნაიტედს” ბალიშა სპონსორი გამოუჩნდა.
”წითელ ეშმაკუნებს” აწი ეცოდინებათ რაზე შეეძლებათ დაძინება.
”იუნაიტედმა” პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა Mlily-თან – ლეიბებისა და ბალიშების მწარმოებელთან.
”იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხიანი ძილი და დასვენება მოთამაშეების მომზადების საკვანძო ელემენტებია, Mlily საწვრთნელი ბაზის თანამშრომლებთან იმუშავებს, სადაც კომპანიის მატრასებს გამოვიყენებთ”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე.
კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი.