LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!“ – ზურა ხაჩიძე

601
ზურა ხაჩიძე, გიორგი გველესიანი

ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

საუბარია კითხვა-პასუხის იმ ნაწილზე, როდესაც გველესიანმა ქალთა ფეხბურთზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ „მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის“.

„შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის, მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას – არა“ – ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს

ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ, ფეხბურთელმა Geo Team-ის საშუალებით, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რითაც კრიტიკოსებს უპასუხა.

„ხატია დეკანოიძისგან ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა „ბოროტება“ ცოტა კომიკურადაც ჟღერს“- რას პასუხობს გიორგი გველესიანი კრიტიკოსებს

გიორგი გველესიანის მიმართ არაერთგვაროვან შეფასებებს ზურა ხაჩიძე ეხმაურება.

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!

არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ!

ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს! 🤝გულწრფელი,განათლებული,მიზანდასახული და სწორ აზროვანი!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები