LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი, მათთვის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს

146
გიორგი ანთაძე

ძმებ კაკულიებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქმის მასალების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძმებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 1 პირს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მათ უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ფლობდნენ იარაღს.

წარდგენილი ბრალდება 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე მათთვის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს. დღევანდელი პროცესის დაწყებამდე ანთაძემ განაცხადა, რომ კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კი არა, ჭორაობის სტანდარტითაა. არ არის წარმოდგენილი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე საბოლოო შედეგად მივიღებთ იმას, რომ აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან“, – განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ამავე თემაზე: 

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ძმები კაკულიები – არაოფიციალური ინფორმაციით, მათი სახელი უკავშირდება ნიკო კვცარაცხელიას მკვლელობას

რა საქმეებს შეიძლება უკავშირდებოდეს ძმები კაკულიების დაკავება – გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g