LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებო, თუ ჩხუბი გინდათ მოდით ჩემთან, ძიუდოისტი ვარ… ამბოხებულებს „აბი გლუკოზა“ სჭირდებათ – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი

117
გრიგოლ კაცია 33

ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების კომენტირებისას ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი  გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ამბოხებული სასულიერო პირები უბრალოდ შოუს დგამენ.

„ეს ადამიანები ასეთები არიან – ვიღაცას უცხო ქვეყნის აგენტს დაარქმევენ, ვიღაცას უზნეოს, აფერისტს ეძახიან. მიდი და იმართლე თავი. მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ ჩხუბი გინდათ მოდით ჩემთან.

ვარ ძიუდოისტი, სამბისტი, გინდა წესების გარეშე. კამერების წინ კი არა, ვაჟკაცურად მოდით, მაგრამ მათ სერიალები უნდათ, ყურებადობა უნდათ”- ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი „ტვ პირველთან“ საუბარში.

წალკის მიტროპოლიტი დასძენს, რომ ამბოხებულ სასულიერო პირებს დამამშვიდებლები, აბი გლუკოზა სჭირდებათ.

მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ჭყონიდის ეპარქიიდან 17 თებერვალს წავიდა. განაცხადა, რომ ის  ეპარქიაში ვერ მიიღეს, როგორც მღვდელმთავარი და მისი წალკის ეპარქიაში დაბრუნების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეკლესიაში მორიგი დაპირისპირება ბზობის დღესასწაულზე მოხდა. ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას ეპარქიაში გამოჩენას, სასულიერო პირების უკმაყოფილება მოჰყვა.

ამავე თემაზე:

ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა

არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე – ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა

ყველა პირი დაიკითხება – შსს-მ სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g