LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებს შორის არსებული ყინული ქეით მიდლტონმა გაალღო –  სიმსივნესთან მებრძოლმა პრინცესამ შესაძლოა, პრინცი ჰარი სახლში დააბრუნოს

224
ქეით მიდლტონი

ბოლო დროს დასავლური მედია სულ უფრო ხშირად წერს პრინცი ჰარის შესაძლო დაბრუნებაზე სამეფო ოჯახში. როგორც ირკვევა, პრინცი ჰარისა და მისი ძმის, პრინცი უილიამის შერიგების პროცესი თითქმის დასრულდა და მალე ჰარი ოჯახთან ერთად, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება. საინტერესოა, რომ შერიგება დააჩქარა ქეით მიდლტონის მძიმე დიაგნოზმა, სიმსივნესთან მებრძოლი პრინცესას საჯარო განცხადების შემდეგ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ოჯახთან კონტაქტზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ქეით მიდლტონის მიმართვის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ოფიციალური წერილი მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმაც გაავრცელეს. მათ ჯანმრთელობა უსურვეს ქეითს ამ მძიმე მომენტში და სრული მხარდაჭერა გამოიძახეს. სამეფო ოჯახთან დაახლოებული ექსპერტები ამბობენ, რომ პრინც ჰარიზე მძიმედ იმოქმედა ქეითის დიაგნოზმა, რადგან ჰარი და ქეითი წლებია, ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ ამიტომ პრინცმა ჰარიმ პირველი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ჰარი და ქეითი დღეს ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, რაც მიდლტონს ძალიან აძლიერებს. 

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ჰარი და მეგანი შვილებით ბრიტანეთში დაპატიჟეს, მეგან მარკლი ისევ უარზეა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონისგან, რომელიც ახლა სიმსივნეს ებრძვის, ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g