LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია 1 მაისამდე მოხდება

225
44

ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. მიზეზი შენობის სიძველეა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია 1-ელ მაისამდე მოხდება.

მისი თქმით, #9 საპატიმროში მყოფი ყველა პირი რუსთავის #12 და #16 პენიტენციურ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებულ რეაბილიტირებულ შენობებში გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, შენობის ლიკვიდაცია შარშან იყო დაგეგმილი.

„ე.წ. მატროსოვის შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარებაში და ამას პირველ რიგში, თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული. შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაცია, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის, სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლების პრიორიტეტიდან გამომდინარე. რუსთავში #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესია, შედარებაც არ შეიძლება #9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება, ყველა მსჯავრდებული თუ ბრალდებული, ვინც #9-ში იმყოფებოდა, ორ ეტაპად იქნა გადაყვანლი ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება #9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელ მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცადა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g