LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციას მასობრივი გათავისუფლებები არ მოჰყვება -ზაზა გაბუნია

100

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციების მორიგი რაუნდი იწყება. შეხვედრას პრემერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მინისტრები და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრებიან.დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უნდა დაზუსტდეს მთელი რიგი საკითხები, რომელიც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს შეეხება. შეხვედრის დაწყებამდე განსახილველ საკითხებზე კომენტარები გაკეთდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. თუმცა, ოქრიაშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს.

“ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რომელი სამინისტრო გაუქმდება. მე მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სამინისტროების ოდენობა. საკადრო ცვლილებებზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. ამაზე გუნდს ექნება ერთი პოზიცია. გუნდი სამი ან ოთხი სამინისტროს ოპტიმიზაციაზე მსჯელობს”, – აღნიშნა ოქრიაშვილმა”

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია კი აცხადებს, რომ ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციას მასობრივი გათავისუფლებები არ მოჰყვება.კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სამინისტროები 9-მდე შემცირდეს, გაბუნია აცხადებს, რომ ახლა კონკრეტულ ციფრებს ვერ დაასახელებს, ვინაიდან კონსულტაციები მიმდინარეობს.

“ამ გადაწყვეტილებას მასობრივი გათავისუფლებები არ მოჰყვება. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის. ოპტიმიზაციის მოდელი იმგვარად შედგება, რომ ეს პროცესი მტკივნეული არ იყოს იქ დასაქმებული ადამიანებისთვის. რაც შეეხება განცხადებას, რომ შეიძლება პერსონალურად შეეხოს ეს ყველაფერი, ამას გვაჩვენებს პროცესი და კონსულტაციები”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები