LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა პირველი მოსმენით სკოლებში “დედაენის” დაბრუნების მიზნით მომზადებული კანონპროექტი მიიღო

zaza gabunia

პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს “დედაენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს მას სასწავლო პროცესისთვის.

„აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს „დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას,“ – განმარტავს დეპუტატი.