LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე კიდევ ორი ჟურნალისტი დაზარალებურად ცნეს

133
ჟურნალისტები

„ტვ პირველის“ წამყვანს ე.წ. სუსის მოსმენების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.  მაია მამულაშვილმა პროკურატურა უკვე დატოვა, სადაც ის მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.

მაია მამულაშვილი სუსის მიერ ჩაწერილი საუბრების ავთენტიკურობას ადასტურებს, საქმე ეხება ერთ-ერთ თეოლოგთან სატელეფონო საუბარს.

„გამოძიების მხრიდან იყო სტანდარტული კითხვები. აინტერესებდათ, რამდენად ვადასტურებდი იმ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ერთ-ერთ თეოლოგთან ჩემს კომუნიკაციას ეხება. დავუდასტურე ეს ყველაფერი, იყო დამატებითი კითხვებიც.

ამ ყველაფრის შედეგად დაზარალებულად მცნეს. ვითხოვ დროის თვალსაზრისით სწრაფად გამოძიებას“, – განაცხადა მაია მამულაშვილმა.

პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ასევე  მიანიჭა ,,ფორმულას” ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს.

„მეც ერთ-ერთი ვარ, ვისაც კრიტიკულ მედიაში (ტელეკომპანია „ფორმულაში“) “სუსი” უსმენდა და ალბათ, ახლაც მისმენს.

როგორც ჩანს, დიდი ხანია ვაინტერესებ და მასალებში ჩანს, რომ ისიც იცის, რომ 15 -წელზე მეტხანს საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობდი) დღეს, ისე როგორც ჩემი კოლეგები, დაზარალებულად მცნეს.

მძიმე და უცნაური განცდაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გისმენდნენ.

ფარული მიყურადება დანაშაულია!

ოლიგარქი უნდა წავიდეს, დიდება აგვისტოს ომის გმირებს

დიდება უკრაინას“, – წერს ლიზა ციციშვილი სოციალურ ქსელში.

ბესელია: „ახლა მითხრეს, რომ დაზარალებულად უნდა მცნონ.. ჩემს დასთან საუბრის ჩანაწერებიც მოხვდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები